„ევრონასკარის“ ევროპის სერიების ფარგლებში მესამე ადგილის მფლობელი, ავტომრბოლელი სანდრო თავართქილაძე სამშობლოში დაბრუნდა
„ევრონასკარის“ ევროპის სერიების ფარგლებში მესამე ადგილის მფლობელი, ავტომრბოლელი სანდრო თავართქილაძე სამშობლოში დაბრუნდა. ისტორიაში პირველად, სანდრო თავართქილაძემ EuroNASCAR-ის ჩეხეთში გამართულ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა.
„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა NASCAR-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში, კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
„EuroNASCAR-ის მეოთხე ეტაპი იყო, სადაც შევძელით მესამე ადგილის დაკავება, მეორე დღეც საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მეოთხე ადგილი დავიკავე. ქულებში საკმაოდ წინ ვართ, ჩემპიონობის შანსი კიდევ არსებობს. დარჩენილია ორი ეტაპი, რომელიც გერმანიასა და ბელგიაში გაიმართება. ვეცდები, რომ ჩემპიონობა მოვიპოვო“, – განაცხადა სანდრო თავართქილაძემ.
საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, სანდრო ლომაძის განცხადებით კი NASCAR-ის ევროპის სერიებში მესამე ადგილის დაკავება თითქმის უმაღლესი მწვერვალია.
„ვულოცავ სანდროს ამ გამარჯვებას და იმედია, წლის ბოლოს ჩემპიონობითაც გაგვახარებს“, – აღნიშნა ლომაძემ.