„ევროლიგის ცენტრალურ შეხვედრაში თელ ავივის „მაკაბიმ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა
„ევროლიგის ცენტრალურ შეხვედრაში თელ ავივის „მაკაბიმ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა

ტრადიციული და ტიტულოვანი მეტოქეების შეხვედრამ, კიდევ ერთხელ გაამართლა გულშემატკივართა იმედები. „მაკაბის“ და „რეალის“ დაპირისპირებები, ყოველთვის დაძაბული და საინტერესო გამოდის. გამონაკლისი, არც გუშინდელი მატჩი იყო.

„მენორა მივტაჩიმ არენაზე“ ჩატარებული შეხვედრა, სტუმრებმა კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში რვა ქულიანი ჰანდიკაპი აიღეს. მეორე პერიოდი კი, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და დიდ შესვენებაზე, ნევენ სპაჰიას გუნდი პლუს ხუთით გავიდა. ანალოგიური სცენარით განვითარდა, თამაშის მეორე ტაიმიც. „რეალმა“ ლიდერობა კვლავ დაიბრუნა, თუმცა ბოლო მეოთხედში, „მაკაბი“ უკეთ გამოიყურებოდა.

საბოლოოდ, თელ ავივის კლუბმა, 90-83 გაიმარჯვა და მიმდინარე გათამაშებაზე, მეოთხე მოგება ჩაიწერა აქტივში. „მაკაბის“ შემადგენლობაში, საუკეთესო მაჩვენებელი, დეშუან ტომასს ჰქონდა. ამერიკელმა კალათბურთელმა, 21 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა. მადრიდელთა შორის, ლუკა დონჩიჩი გამოირჩა, 19 ქულით 6 მოხსნით და 6 ზუსტი პასით.

გუშინვე „ბარსელონამ“ საშინაო მარცხი განიცადა თურქულ „ეფესთან“ ანგარიშით 85-89. კაუნასის ჟალგირისმა კი, გასვლაზე მილანის „ოლიმპია“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 94-62 დაამარცხა.

მეექვსე ტური, დღეს დარჩენილი ოთხი შეხვედრით გაგრძელდება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად, რუსულ „ხიმკის“ დაუპირისპირდება, გიორგი შერმადინის „უნიკახა“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს