ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიას“ 12 ქულა შესძინა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გუნდმა, „ვირტუს ბოლონიამ“ მთავარი საკლუბო ტურნირი ევროლიგა მარცხით დაიწყო.
პირველ ტურში „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე თურქულ „ანადოლუ ეფესთან“ 67:76 დამარცხდა. შეხვედრაში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი იყო, რომელც „ეფესმა“ 25:15 მოიგო.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
„ვირტუს ბოლონიას“ მომდევნო მეტოქე ევროლიგაზე ფრანგული „ლიონი“ იქნება, მატჩი 10 ოქტომბერს ჩატარდება.