ევროლიგის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა [ვიდეო]
ევროლიგის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა [ვიდეო]

მადრიდის “რეალის” სლოვენიელი მცველი ლუკა დონჩიჩი ევროლიგის 2017-18 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. პრიზი მან ბელგრადში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მიიღო.

გასულ სეზონში 19 წლის დონჩიჩმა 32 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 16.1 ქულა, 4.9 მოხსნა და 4.3 შედეგიანი პასი დააგროვა. მისი ეფექტურობის საშუალო კოეფიციენტი 21.8-ს გაუტოლდა.

MVP-ის ტიტულის გარდა, დონჩიჩმა ზედიზედ მეორედ მოიგო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა მადრიდის “რეალის” დამრიგებელი პაბლო ლასო, საუკეთესო დამცველად დასახელდა მოსკოვის ცსკა-ს ცენტრი კაილ ჰაინსი, საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა “ხიმკის” მცველს ალექსეი შვედს.

დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოადგინეს სეზონის პირველი და მეორე სიმბოლური ნაკრებები.

პირველი სიმბოლური: ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”), ნანდო დე კოლო (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (“რეალი”), თორნიკე შენგელია (“ბასკონია“) და იან ვესელი (“ფენერბაჰჩე”).
მეორე სიმბოლური: სერხიო როდრიგესი (ცსკა), ვასილის სპანულისი (“ოლიმპიაკოსი”), ალექსეი შვედი (“ხიმკი”), პაულიუს იანკუნასი (“”ჟალგირისი“), კევინ პანგოსი (“ჟალგირისი“).