„ევროლიგის“ მერვე ტური „ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა
„ევროლიგის“ მერვე ტური „ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა

საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებაში, მერვე ტური დასრულდა.

დასკვნით შეხვედრაში, „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე, „ვალენსიას“ უმასპინძლა და 18 ქულის სხვაობით დაამარცხა. თამაში, თავიდანვე „ბარსას“ უპირატესობით დაიწყო. კატალონელებმა, მეტოქეს ახლო მანძილზე მიახლოვების შანსი არ მისცეს და ბოლო წუთები, სრული ფორმალობა გამოდგა.

გამარჯვებულ გუნდს, პიერ ორიოლამ ულიდერა. გუნდის ცენტრმა, 14 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა. 13 ქულაა, ადრიენ მოერმანის ანგარიშზე. ვალენსიელთა შორის, საუკეთესო ტიბორ პლაისი გახლდათ. გერმანელმა კალათბურთელმა, 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა აქტივში.

ამ მოგების შემდეგ, „ბარსელონამ“ სატურნირო ცხრილში, მე-10-ე ადგილზე გადაინაცვლა. სიტო ალონსოს გუნდის შემდეგი მეტოქე, თელ ავივის „მაკაბი“ იქნება.

გუშინ გამართული სხვა მატჩები, ასე დასრულდა:

„ცსკა“-ფენერბახჩე“ 93-95 (ო.ტ)
„ოლიმპიაკოსი“-„ცრვენა ზვეზდა“ 85-59
„ოლიმპია მილანი“-„ბამბერგი“ 71-62