ევროლიგის მეექვსე ტური „ცსკა“-ს დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო
ევროლიგის მეექვსე ტური „ცსკა“-ს დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებაში, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა მოსკოვის „ცსკამ“. არმიელებმა საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ მიიღეს და უშანსოდ მოუგეს.

ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონებმა, მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა, მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც 5 ქულით დათმეს. მეორე ტაიმის სტარტიდან მოყოლებული, მასპინძლებმა ჯერ 7-0 გაქცევა გააკეთეს, რასაც მესამე მეოთხედის ბოლოსკენ, 15 ქულიანი ჰანდიკაპის აღება მიამატეს. დიმიტრის იტუდისის გუნდმა, საბოლოოდ 94-67 გაიმარჯვა.

მოსკოველთა რიგებში, 23 ქულით ნანდო დე კოლო გამოირჩა. 16 ქულა მოიპოვა კორი ჰიგინსმა. ესპანური კლუბის შემადგენლობაში, 12 ქულა და 7 მოხსნა ტიბორ პლაისმა გააკეთა.

„ცსკა“ ექვსი ტურის შემდეგ 5 გამარჯვებით და 1 მარცხით, სატურნირო ცხრილის სათავეშია. არმიელები მომდევნო ტურში, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ სტუმრად შეხვდებიან. ვალენსიას მეტოქე, მილანის „ოლიმპია“ იქნება.