ევროლიგის მე-9 სათამაშო დღე

14:34, 23.11.2017

საკალათბურთო ევროლიგაზე დღეს მორიგი მე-9 ტურის 5 მატჩი გაიმართება.

დღის ცენტრალური შეხვედრა ბარსელონაში ჩატარდება. “ბარსელონას” მეტოქე თელ ავივის “მაკაბი” იქნება. თორნიკე შენგელიას “ბასკონია” რიგით მეოთხე გამარჯვების მოპოვებას სტუმრად “ცრვენა ზვეზდასთან” შეეცდება. კაუნასის “ჟალგირისი” საკუთარ არენაზე თურქულ “ანადოლუ ეფესს” მიიღებს. გერმანული “ბამბერგის” მეტოქე “ვალენსია” იქნება. “ოლიმპია მილანო” კი პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს. გიორგი შერმადინის “უნიკახა” საკუთარ შეხედრას 24 ნოემბერს საკუთარ არენაზე მოსკოვის “ცსკა”-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი