ევროლიგა | თორნიკე შენგელიას „დუბაი“ „ოლიმპიაკოსთან“ საბერძნეთში დამარცხდა #1TVSPORT

01:17, 13.11.2026

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას  „დუბაი“ ევროლიგაზე ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა. ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარეს და „დუბაი“ 101:72 დაამარცხეს.

თორნიკე შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, 13 წუთი ითამაშა, მატჩი 3 ქულით, 2 პასითა და 1 მოხსნით დაასრულა.

„ოლიმპიაკოსის“ მხრიდან გამორჩეული იყო ფრანგი ევან ფურნიე, რომლის ანგარიშზეც 28 ქულაა.

„დუბაის“ ევროლიგაზე 11 მატჩიდან 7 აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. მომდევნო თამაშს ევროლიგაზე 17 ნოემბერს თურქული „ეფესის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი