ევროლიგა | ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ „რეალი“ დაამარცხა და ევროლიგა მეოთხედ მოიგო #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და ათენის „ოლიმპიაკოსი“. შეხვედრა ბერძნებმა მოიგეს – 90:85.
მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თუ მესამე პერიოდში მადრიდელები 7 ქულითაც დაწინაურდნენ, მეოთხე რაუნდში უკვე „ოლიმპიაკოსმა“ მოიპოვა უპირატესობა და ბოლო წუთს ექვსქულიანი უპირატესობით შეხვდა.
ბერძნული გუნდის ბომბარდირი NBA-დან დაბრუნებული ფრანგი ევან ფურნიე გახდა – 20 ქულა. „რეალის“ მხრიდან კი ტრეი ლაილსი გამოირჩა – 24 ქულა.
ასე და ამგვარად, „ოლიმპიაკოსმა“ ევროლიგა მეოთხედ მოიგო.