ევროკონტროლის პროგნოზით, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში ავიამიმოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვები შვიდი წლის განმავლობაში იმოქმედებს
საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის, ევროკონტროლის პროგნოზით, რუსეთის ინტერვენციის გამო უკრაინის, რუსეთის, ბელარუსისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში ავიამიმოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვები მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში იმოქმედებს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკონტროლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მომდევნო შვიდი წლის პროგნოზებს ეხება.
„შეზღუდვები უკრაინის, რუსეთის, ბელარუსისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეებში შენარჩუნდება 2029 წლის ბოლომდე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.