ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, Temu ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს არღვევს
ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, Temu ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს არღვევს. კომისიის შეფასებით, კომპანია ვერ ახერხებს, თავის პლატფორმაზე უკანონო და სახიფათო პროდუქტების გაყიდვა შეაჩეროს. ევროკომისიის თქმით, ჩინური კომპანიის პროდუქციის შემოწმების სისტემა, კონტენტის მოდერაცია და სანქციების მექანიზმი არაეფექტურია.
Temu-ს ახლა შეუძლია, გაეცნოს საქმის მასალებს და კომისიის წინასწარ დასკვნებს წერილობით უპასუხოს. თუ დარღვევა დადასტურდა, კომპანიას შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა, რომელიც მისი წლიური გლობალური ბრუნვის 6%-ს მიაღწევს. გარდა ამისა, კომისია მას დარღვევის გამოსწორებასაც დაავალდებულებს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკუნენმა განაცხადა, რომ ონლაინშოპინგი უკანონო და სახიფათო პროდუქტების შეძენის რისკთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.