ევროკომისიის წარმომადგენელი – შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ უპასუხა 14 ივლისს კომისიის მიერ გაგზავნილ წერილს, ახლა ჩვენ შევაფასებთ საქართველოს პასუხს

18:30, 01.09.2025

შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ უპასუხა 14 ივლისს კომისიის მიერ გაგზავნილ წერილს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამმერტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიერ გაგზავნილ პასუხს.

„კომისია ელოდება, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად“, – აღნიშნა მარკუს ლამმერტმა.

მარკუს ლამმერტს არ დაუკონკრეტებია, რა წერია საქართველოსგან მიღებულ ანგარიშში. „როგორც იცით, ამგვარი ინფორმაცია არ ქვეყნდება“, – აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამმერტმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკომისიას დადგენილ ვადაში, 31 აგვისტოს მიეწოდა ანგარიში კომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

მსგავსი