ევროკომისიის წარმომადგენელი - ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარს უჭერს
ევროკომისიის წარმომადგენელი - ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარს უჭერს

ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარს უჭერს, – ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ვირჯინია ბატუ ჰენრიკსონმა გააკეთა.

„ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევას მხარს უჭერს და უკვე გამოყო თანხა ორგანიზაციის დასახმარებლად. ახლა სოლიდარობის დროა და არა თითის გაშვერის“, – განაცხადა ვირჯინია ბატუ ჰენრიკსონმა .

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წერილით მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსს და პირობა დადო, რომ თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 დღეში არ შეასრულებს აშშ-ის მოთხოვნებს, მაშინ ვაშინგტონი ორგანიზაციის დაფინანსებას საბოლოოდ შეწყვეტს.