ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა
ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ფინანსურად უნდა გადაიხადოს მის მიერ გამოწვეული ნგრევისთვის.
„რუსეთმა ფინანსურად უნდა გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისთვის მიყენებული ზარალი ფასდება 600 მილიარდი ევროთი. რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას ზარალი და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები. ჩვენ გვაქვს საშუალებები, რათა ვაიძულოთ რუსეთს გადახდა. ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 300 მილიარდი ევრო გვაქვს დაბლოკილი, ასევე გვაქვს გაყინული 19 მილიარდი ევროს ოდენობის რუსი ოლიგარქების ფული. მოკლე ვადაში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, შეგვიძლია შევქმნათ სტრუქტურა ამ თანხის მართვისთვის და ინვესტიციისთვის, შემდგომ შემოსავალს ჩვენ უკრაინისთვის გამოვიყენებთ. როდესაც სანქციები მოიხსნება, ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული იმგვარად, რომ რუსეთმა გადაიხადოს სრული კომპენსაცია უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო შეთანხმებაზე, რათა ეს შესაძლებელი გავხადოთ. რუსეთის საშინელი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი ასევე იმუშავებს ჰააგის სასამართლოსთან რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.
Russia must pay for its horrific crimes.
We will work with the ICC and help set up a specialised court to try Russia’s crimes.
With our partners, we will make sure that Russia pays for the devastation it caused, with the frozen funds of oligarchs and assets of its central bank pic.twitter.com/vaI7dqda74
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 30, 2022