ევროკომისიის პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტის გამო ევროკავშირის სამიტის დატოვება მოუწია
ევროკომისიის პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტის გამო ევროკავშირის სამიტის დატოვება მოუწია

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტის გამო ევროკავშირის სამიტის დატოვება მოუწია.

როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის ხელმძღვანელმა დაწერა, მას სასწრაფოდ მოუწია სამიტის დატოვება და კარანტინში გადასვლა, რადგან შეატყობინეს, რომ კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მე ახლახან მაცნობეს, რო ჩემს თანამშრომელს ამ დილით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. თავად მე ტესტის უარყოფითი პასუხი მივიღე, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაუყვნებლივ ვტოვებ ევროკავშირის საბჭოს და გადავდივარ თვითიზოლაციაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.