ევროკომისიის პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ საავადმყოფოებზე კიბერთავდასხმები მიუღებელია
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს განუცხადა, რომ საავადმყოფოებზე კიბერთავდასხმები მიუღებელია. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ თავდასხმები კომპიუტერულ სისტემებზე, ჰოსპიტალზე და ვიცით კიბერთავდასხმების წარმომავლობა. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მანამდე ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ჩინეთის ევროპაში დეზინფორმაციას ავრცელებდა.