ევროკომისიის პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ საავადმყოფოებზე კიბერთავდასხმები მიუღებელია

11:27, 23.06.2020

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს განუცხადა, რომ საავადმყოფოებზე კიბერთავდასხმები მიუღებელია. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა​ ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ თავდასხმები კომპიუტერულ სისტემებზე, ჰოსპიტალზე და ვიცით კიბერთავდასხმების წარმომავლობა. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მანამდე ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ჩინეთის ევროპაში დეზინფორმაციას ავრცელებდა.

მსგავსი