ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თვითიზოლაციაშია

11:32, 05.10.2020

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მისი იზოლაციაში ყოფნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ის დაესწრო ერთ-ერთ შეხვედრას, რომლის მონაწილესაც კორონავირუსი დაუდასტურდა. შეხვედრა გასულ სამშაბათს გაიმართა.

„მაცნობეს, რომ გასულ სამშაბათს მონაწილეობას ვიღებდი შეხვედრაში, სადაც იმყოფებოდა პირი, რომელსაც გუშინ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.

ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ის თვითიზოლაციაში ხვალამდე იქნება. ხუთშაბათს ჩატარებული ტესტის პასუხი ნეგატიური იყო, ევროკომისიის პრეზიდენტს განმეორებით ტესტს დღეს გაუკეთებენ.

მსგავსი