ევროკომისიის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო
ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცენტრალური საკითხი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა.
„მჯერა აშშ-ის ინსტიტუტების და დემოკრატიის სიმტკიცის. ცენტრალური საკითხი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ვიმუშაო მასთან, როგორც აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტთან“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
I believe in the strength of US institutions and democracy. Peaceful transition of power is at the core. @JoeBiden won the election.
I look forward to working with him as the next President of the USA. https://t.co/2G1sUeRH4U
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) January 6, 2021