ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირს ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირს ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირს ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მან მინსკი მიგრანტების ევროკავშირის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური მიზნებისთვის მიგრანტების გამოყენება მიუღებელია. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ასევე განიხილავს სანქციების დაწესებას მესამე ქვეყნების ავიაკომპანიების წინააღმდეგ, რომლესაც მიგრანტები ბელარუსში ჩაჰყავთ.

„ბელარუსმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტად გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენ​მა.

მისი თქმით, ის ესაუბრა პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრემიერებს ბელარუსის საზღვართან შექმნილ მდგომარეობასა და განიხილა ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ზომები.