ევროკომისიის პრეზიდენტი – ჩვენ ხორვატიის გვერდით ვართ, მზად ვართ მხარდაჭერისთვის

17:00, 29.12.2020

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ხორვატიაში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება და ხორვატებს მხარდაჭერას უცხადებს.

„ხორვატიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, გასულ ორ დღეში მეორე, მე კვლავ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს. ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის. მე ვთხოვე ჯანეზ ლენარჩიჩს, მზად იყოს ხორვატიაში გასამგზავრებლად როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ ხორვატიის გვერდით ვდგავართ”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მსგავსი