ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ვაქცინაზე წვდომის უზრუნველსაყოფად დამატებით ფინანსები გამოიყოფა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ვაქცინაზე წვდომის უზრუნველსაყოფად დამატებით ფინანსები გამოიყოფა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„როდესაც საქმე გლობალურ პანდემიასთან ბრძოლას ეხება, „ჯერ მე-ს“ ადგილი არ არის. ევროპა კუნძული არ არის, ჩვენი ეკონომიკები მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის, არამედ მთელს მსოფლიოსთან გლობალური ვაჭრობის, მოგზაურობისა და თანამშრომლობის გზებით. ჩვენ 27 ივნისის გლობალური სამიტისთვის ვემზადებით. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, იქნებიან თუ არა ქვეყნები მზად, რომ ერთობლივი რესურსებით უზრუნველვყოთ ვაქცინების წინასწარ შეძენა და ამასთან ერთად უზრუნველყოთ ვაქცინებზე წვდომა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის“,- აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
VIDEO: EU chief Ursula von der Leyen says “there is no place for ‘me first'” in the world’s hunt for a COVID-19 vaccine, explaining that a June 27 donors’ conference will look to have countries jointly reserve potential production — and set aside amounts for poorer nations pic.twitter.com/9G9Vl6RptX
— AFP news agency (@AFP) June 18, 2020