ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა რუსეთის რამდენიმე ბანკის „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა რუსეთის რამდენიმე ბანკის „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს

აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა რუსეთის რამდენიმე ბანკის „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„აშშ-სთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, კანადასთან და დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით, ევროკავშირის ლიდერებს შევთავაზებ ახალ ზომებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პასუხი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე და ზიანი მივაყენოთ პუტინის უნარს დააფინანსოს საკუთარი საომარი მანქანა.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნას SWIFT-იდან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.

მეორე, ჩვენ მოვახდენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს და ეს შეუძლებელს გახდის, მოახდინოს მისი აქტივების ლიკვიდაცია.

და ბოლოს, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ავუკრძალოთ რუს ოლიგარქებს, გამოიყენონ მათი ფინანსური აქტივები ჩვენს ბაზრებზე. პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა. მაგრამ ის, რასაც ის ასევე აკეთებს, ფაქტობრივად, ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს“, – ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.