ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

15:19, 07.07.2025

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ევროკომისიის წარმომადგენლის განმარტებით, ლიდერებს „კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ.

„ჩვენ გვსურს აშშ-თან შეთანხმების მიღწევა. ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ ტარიფები. გვჯერა, რომ ტარიფები მტკივნეული იქნება. ჩვენ გვსურს ორმხრივად მომგებიანი შედეგების მიღწევა“, – განუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი