ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც „ლელოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან
ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც „ლელოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაზე ოპოზიციიდან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები. ასევე იმყოფებიან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

შეხვედრას არ ესწრებიან „ლელოს“ წარმომადგენლები. ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პროცესი ფარსია და რეკომენდაციების შესრულებას მიზნად არ ისახავს.

შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემაა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაა.