ევროკომისიის ანგარიში - 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა
ევროკომისიის ანგარიში - 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა

ევროკავშირის კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ აჩერებენ. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა.

ანგარიშის ავტორთა თქმით, რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა „ტვიტერში” მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და აღნიშნული სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა.

„კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდიტორიასთან „მეტას” პლატფორმებზე. ხოლო „ტელეგრამზე” ასეთი ანგარიშების აუდიტორია სამჯერაა გაზრდილი”, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.