ევროკომისიაში უნგრეთს შეახსენეს, რომ ქვეყნისთვის ისედაც არის დაშვებული გამონაკლისი მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსულ ნავთობზე სანქციები დაწესდა
ევროკომისიაში უნგრეთს შეახსენეს, რომ ქვეყნისთვის ისედაც არის დაშვებული გამონაკლისი მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსულ ნავთობზე სანქციები დაწესდა

ევროკომისიაში უნგრეთს შეახსენეს, რომ ქვეყნისთვის ისედაც არის დაშვებული გამონაკლისი მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსულ ნავთობზე სანქციები დაწესდა. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანა-კაისა იტკონენმა განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს ევროკავშირმა გამონაკლისი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის დაუშვა.

„ამ გამონაკლისის მიზანია ამ ორი ქვეყნის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს, რომ როგორც სლოვაკეთს, ისე უნგრეთს შეუძლიათ, ამ გამონაკლისის შესაბამისად, რუსული ნავთობის იმპორტი“, – აღნიშნა სპიკერმა.

იკონენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მუშაობს გეგმაზე, სრულად შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება 2027 წლის ბოლომდე, რაც ამოქმედდება განუსაზღვრელი ვადით, მაშინ როცა სანქციები აშშ-ის მხრიდან ატარებენ დროებით ხასიათს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა. ცნობისთვის, 22 ოქტომბერს აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო, ამის მიზეზად დასახელდა ის რომ „რუსეთს არ გააჩნია სერიოზული ინტერესი მშვიდობიანი პროცესის მიმართ“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.