ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ​ბრექსიტთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზებები ბრიტანეთისგან არ მიუღიათ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ​ბრექსიტთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზებები ბრიტანეთისგან არ მიუღიათ

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ​ბრექსიტთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზებები ბრიტანეთისგან არ მიუღიათ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, წარდგენა სამართლებრივად ოპერატიული შეთავაზებით, რომელიც იქნება გასვლის შესახებ შეთანხმებასთან თავსებადი“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამასთან, ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ მზად არიან, ლონდონის შეთავაზებები განიხილონ. ევროკავშირის უწყებაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებებისთვის კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში მზად არიან.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადებას არ სთხოვს.