ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო
ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო რუსეთის დარტყმები უკრაინაში მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.
„მტკიცედ ვგმობ რუსეთის დარტყმებს უკრაინული მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი განაგრძობს თავის უმოწყალო ომს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ჩვენ გამოვყავით მორიგი 1,5 მილიარდი ევრო, რომ დავეხმაროთ სახელმწიფოს ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურის აღდგენას. კიდევ მეტი იქნება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარებიდან სამი მილიარდი ევროს ოდენობის პირველი ტრანში უკრაინამ იანვარში მიიღო.
I firmly condemn the Russian strikes on Ukrainian grain storage and export infrastructure.
As Russia continues its ruthless war, we continue to support Ukraine.
Today we paid another €1.5 billion, to help keep the state running and repair infrastructure.
More will come. pic.twitter.com/09aVv5mpIh
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) July 25, 2023