ევროკომისიამ ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქტების იმპორტი დროებით აკრძალა
ევროკომისიამ ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქტების იმპორტი დროებით აკრძალა

ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ზეწოლის შემდეგ ევროკომისიამ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, იმპორტის აკრძალვა ეხება უკრაინაში წარმოებულ სოფლის მეურნეობის ოთხ პროდუქტს – ხორბალს, სიმინდის, რაფსს და მზესუმზირას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინული პროდუქტების აკრძალვა მიზნად ისახავს ამ საქონელთან დაკავშირებული „ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრას“ ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა პროდუქტების ფასების ვარდნაში სწორედ უკრაინული იმპორტი დაადანაშაულეს.

ზომები ძალაში დღეს, 2 მაისს შევიდა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. მოცემულ პერიოდში აღნიშნული საქონლის შეტანა შესაძლებელია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, გარდა აღნიშნული ხუთი ქვეყნისა.

პარალელურად, ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა პირობა დადეს, რომ გააუქმებენ ცალმხრივ ზომებს ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის, ისევე როგორც უკრაინაში წარმოებული ნებისმიერი სხვა პროდუქტის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაადასტურა ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის ფერმერებისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაზეც გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. ასევე, მიღებული იქნება ზომები უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის გასაადვილებლად „სოლიდარობის გზებით“ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსა და მესამე ქვეყნებში.