ევროკომისია უნგრეთს დაფინანსების შემცირებით ემუქრება
ევროკომისია უნგრეთს დაფინანსების შემცირებით ემუქრება

ევროკომისია უნგრეთს დაფინანსების შემცირებით ემუქრება. ამის მიზეზი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონია, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებში ჰომოსექსუალიზმისა და სქესის შეცვლის პროპაგანდა იკრძალება.

„თქვენ თუ არ აფასებთ ევროკავშირის დემოკრატიისა და თანასწორობის ღირებულებებს, მაშინ არ გაქვთ უფლება, მიიღოთ დაფინანსება თქვენი პროექტისთვის“, – ამის შესახებ თანასწორობის საკითხებში ევროკომისარმა ელენა დალიმ განაცხადა.

ამასთან, დალიმ აღნიშნა, რომ ანალოგიური ზომები იქნება მიღებული პოლონეთის იმ რეგიონების მიმართ, რომლებმაც საკუთარი ტერიტორია „ლგბტ-სგან თავისუფალ ზონად“ გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა არასრუწლოვნებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი 15 ივნისს მიიღო. კანონის ამოქმედების შემდეგ არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო პროგრამებსა და მსხვილი კომპანიების რეკლამებში ჰომოსექსუალიზმის თემის გამოყენება აიკრძალება. უფლებადამცველებმა და მათ შორის „ამნესთი ინთერნეშენელმა“, უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს დისკრიმინაციული უწოდეს.

დატოვე კომენტარი