ევროკომისია შენგენის ზონაში მოგზაურობაზე აკრძალვის გახანგრძლივებას 15 ივნისამდე გეგმავს
ევროკომისია შენგენის ზონაში მოგზაურობაზე აკრძალვის გახანგრძლივებას 15 ივნისამდე გეგმავს

ევროკომისია შენგენის ზონაში მოგზაურობაზე აკრძალვის გახანგრძლივებას 15 ივნისამდე გეგმავს. შესაბამისი რეკომენდაციით ევროკოსიამ ბრიუსელში შენგენის ზონის წევრ სახელმწიფოებს უკვე მიმართა.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ მსოფლიოში მდგომარეობა კვლავ რთულია, ამიტომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები, რათა მოგზაურობის გამო შენგენის ზონაში ვირუსი არ გავრცელდეს.

ამასთან, ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ პირველ ეტაპზე საზღვრები შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს შორის უნდა გაიხსნას.

ევროკავშირმა შენგენის ზონაში მოგზაურობა მესამე ქვეყნის მოქალაქეებს მარტში აუკრძალა.