ევროკომისია - საჰაერო მგზავრობის აღდგენისთვის სოციალური დისტანცირების ზომების შენარჩუნება აუცილებელი იქნება
ევროკომისია - საჰაერო მგზავრობის აღდგენისთვის სოციალური დისტანცირების ზომების შენარჩუნება აუცილებელი იქნება

ევროკომისიაში დღეს საჰაერო ფრენების აღდგენის გეგმაზე იმსჯელეს, რომელსაც კომისია საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობს. ფრენების აღდგენა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ქვეყნები საგანგებო მდგომარეობას დაასრულებენ, თუმცა სოციალური დისტანცირების პრაქტიკის შენარჩუნება ფრენების აღდგენიც მერეც აუცილებელი იქნება.

ტრანსპორტის კომისარი, ადინა ვალეანი აცხადებს, რომ აეროპორტებსა და თვითმფრინავებში ფიზიკური დისტანციის დაცვა აუცილებელი იქნება. სავალდებულო გახდება ასევე პირბადის ტარება და აეროპორტების და თვითმფრინავების რეგულარული დეზინფექცია.

ვალეანის აზრით, სოციალური დისტანცირების ზომები მანამდე იქნება აუცილებელი სანამ კოვი-19-ის ვაქცინა ან სამკურნალო პრეპარატები არ გამოჩნდება ბაზარზე. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.