ევროკომისია პოლონეთს სასამართლო რეფორმის გამო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში უჩივის
ევროკომისია პოლონეთს სასამართლო რეფორმის გამო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში უჩივის

ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში უჩივის. მიზეზი ვარშავის მიერ გატარებული სასამართლო რეფორმის კანონის უზენაესობასთან შეუსაბამობაა.

საჩივარი ასევე ეხება ივლისში ძალაში შესულ ცვლილებას, რომელიც მოსამართლეთა საპენსიო ასაკს, 70-დან 65 წლამდე ამცირებს. შედეგად, უზენაესი სასამართლოს 72 მოსამართლიდან პენსიაზე გასვლა ნაადრევად 27-ს მოუწევს.

ბრიუსელში აღნიშნულ რეფორმას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევად მიიჩნევენ და მართლმსაჯულების სასამართლოს მოუწოდებენ, შეისწავლოს პოლონეთის სასამართლო რეფორმის საქმე.

ევროკომისიის ქმედებას პოლონეთის სენატის სპიკერი სტანისლავ კარჩევსკი ეხმაურება. სპიკერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ბრიუსელის მიერ წარდგენილ სარჩელს განსახილველად არ მიიღებს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ საქმე წარმოებაში ჩაეშვება, სტანისლავ კარჩევსკის განცხადებით, პოლონურ მხარეს გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით არგუმენტები გააჩნია, რომლითაც სასამართლოს გადაწყვეტილება მათ სასიკეთოდ იქნება მიღებული.