ევროკომისია მესამე ქვეყნების მოქალქეებისთვის შენგენის ზონაში ჩასვლის აკრძალვის ინიციტივით გამოდის
ევროკომისია მესამე ქვეყნების მოქალქეებისთვის შენგენის ზონაში ჩასვლის აკრძალვის ინიციტივით გამოდის

ევროკომისია მესამე ქვეყნების მოქალქეებისთვის შენგენის ზონაში ჩასვლის აკრძალვის ინიციტივით გამოვიდა. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

მისი თქმით, შეზღუდვა 30 დღით უნდა დაწესდეს და არ შეეხება ვიზიტებს, რომლებიც განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. ასევე აკრძალვა არ შეეხებათ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, თუმცა შენგენის ზონაში არ შედიან, მათ შორის არიან ხორვატიის, ირლანდიის, კვიპროსისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები.

ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ევროკავშირში ბინადრობის უფლება აქვთ, მაინც შეძლებენ შენგენის ზონაში ჩასვლას. გამონაკლისი ასევე დაიშვება მათთვის, რომელთა ჩასვლა შენგენის ზონაში განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.