ევროკომისია ლგბტიქ პირების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ მოქმედებებს იწყებს
ევროპული კომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ, ამ ქვეყნების მთავრობების მიერ ლგბტიქ პირებთან დაკავშირებული დისკრიმინაციული ზომების გამო, სამართლებრივი ზომების მიღებას იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
„თანასწორობა და ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემა ევრო-გაერთიანების ძირითადი ფასეულობებია, რომელიც გათვალისწინებულია „ევროკავშირის ხელშეკრულების“ მე-2 მუხლში. ევროპული კომისია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად. კომისია უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ იწყებს სამართალდარღვევის შესახებ პროცედურებს, რომლებიც თანასწორობისა და ძირითადი უფლებების დაცვასთანაა დაკავშირებული. ამ ორ წევრ-სახელმწიფოს ორი თვის ვადა აქვს ევროკომისიისთვის პასუხის გასაცემად, მათ წინააღმდეგ წარდგენილი არგუმენტების საპასუხოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიას შეუძლია, მის მიერ დასაბუთებული დასკვნა გადაუგზავნოს ევროკავშირის სასამართლოს შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Europe will never allow parts of our society to be stigmatised.
We start legal action against Hungary and Poland for violations of fundamental rights of LGBTIQ people.
Read more in our press release ↓
— European Commission 🇪🇺 (@EU_Commission) July 15, 2021