ევროკომისია Facebook-ს სანქციებით ემუქრება
ევროკომისია Facebook-ს სანქციებით ემუქრება

ევროკომისია სამომხმარებლო წესების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, Facebook-ს მიმდინარე წლის ბოლომდე აძლევს დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას სანქციებით ემუქრება.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, ვერა იუორვამ განაცხადა.

„ჩემი მოთმინება იწურება. Facebook-მა დამარწმუნა, რომ მომსახურების  ბუნდოვანი პირობების საბოლოო ადაპტირებას დეკემბრისთვის განახორციელებს, ეს უკვე ზედმეტად დიდხანს გრძელდება“, – განაცხადა იუროვამ.

„ახლა მოქმედების დროა, კმარა დაპირებები. თუ ცვლილებები მიმდინარე წლის ბოლომდე სრულად არ განხორციელდება, მომხარებელთა უფლებების დაცვის ორგანოებს მოვუწოდებ, იმოქმედონ სწრაფად და კომპანიას სანქციები დაუწესონ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

იუროვამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანია Airbnb-იმ აუცილებელი ცვლილებები განახორციელა მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ ევროკომისიისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღო.

დატოვე კომენტარი