ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს
ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

შეფასებითი დოკუმენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებს დაეყრდნობა, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად 2022 წლის ივნისის შემდეგ გატარდა.

გაფართოების შესახებ ანგარიში ათ ქვეყანას მოიცავს. საქართველოს გარდა, ანგარიშში საუბარი იქნება შემდეგ ქვეყნებზე: თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად სწორედ 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა.