ევროკომისია ასახელებს პირობებს, რომლითაც მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებენ
ევროკომისია ასახელებს პირობებს, რომლითაც მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებენ

ევროკომისია ასახელებს პირობებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ მესამე ქვეყნებმა, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში მოგზაურობა სურთ, მათ შორის არის საქართველოც.

ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის საზღვრების გახსნა პირველი ივლისიდან დაიწყება და აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

როგორც კომისიაში განაცხადეს, აუცილებელად შეფასდება ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რამდენად მზად არის ამ სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად.

„კიდევ ერთი კრიტერიუმი არის საზღვრების გახსნა ევროკავშირის მოქალაქეთათვის, ანუ თუ ჩვენ ვხსნით საზღვრებს, მაშინ ჩვენც ველოდებით, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გაიხსნება საზღვრები. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც არის შენგენის ზონის წევრი“, – განაცხადა საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იონაჰსონმა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ჩასვლა ამ ეტაპზე აკრძალულია, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

დატოვე კომენტარი