ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში „ტვიტერის“ მიერ დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვას აკრიტიკებს
ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში „ტვიტერის“ მიერ დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვას აკრიტიკებს

ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი „ტვიტერის“ მიერ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვას აკრიტიკებს.

როგორც ბრეტონი ამერიკულ გამოცემა პოლიტიკოში წერს, „ტვიტერის“ მიერ ტრამპის გვერდის წაშლა, ციფრულ სამყაროში მნიშვნელობით 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს შეიძლება გაუტოლდეს.

„ის, რომ „ტვიტერის“ გენერალურ დირექტორს შეუძლია, გაუთიშოს რუპორი აშშ-ის პრეზიდენტს და ეს კონტროლისა და წინააღმდეგობის გარეშე გააკეთოს, გასაოცარია. ეს ადასტურებს ამ პლატფორმების სიძლიერეს და ასევე წარმოაჩენს ციფრულ სივრცეში საზოგადოების ორგანიზაციის სუსტ წერტილებს“,- წერს ევროკომისარი.

ბრეტონი გამოდის ინიციტივით, რომ ციფრულ სივრცეში მოქმედების წესები ჩამოყალიბდეს.

შეგახსენებთ, რომ „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ანგარში 6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ წაშალა. სოციალურ ქსელში განაცხადეს, რომ ტრამპი თავისი განცხადებებით ძალადობას აქეზებდა.