ევროკომისარი - პანდემიის მიუხედავად ევროპაში ტურისტული სეზონი შესაძლოა, მაინც შედგეს
ევროკომისარი - პანდემიის მიუხედავად ევროპაში ტურისტული სეზონი შესაძლოა, მაინც შედგეს

ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონი აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად ევროპაში ზაფხულის ტურისტული სეზონი შესაძლოა მაინც შედგეს.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ამისთვის აუცილებელი იქნება უსაფრთხოების დაცვა.

„ჩვენ ტურისტული სეზონი ამ ზაფხულში გვექნება, მაგრამ უსაფრთხოების და შეზღუდვების დაცვით“, – განაცხადა ჯენტილონიმ.

ევროკომისია ტურისტული სფეროს შესახებ რეკომენდაციების წარდგენას დღეს, 13 მაისს აპირებს.