ევროკომისარი მაიკლ მაკგრატი – პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულები არ უნდა ვაპატიოთ, პასუხი უნდა აგონ ამისთვის, ეს იქნება ევროკავშირის მიდგომა ყველა დისკუსიაში

10:56, 01.12.2025
File photo dated 10/4/2024 of Ireland's former minister for finance Michael McGrath who has been announced as the EU's next Commissioner for Justice. European Commission president Ursula von der Leyen revealed the portfolios for the new team of commissioners on Tuesday morning. Issue date: Tuesday September 17, 2024. PA Photo. See PA story IRISH Commissioner. Photo credit should read: Brian Lawless/PA Wire

პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულები არ უნდა ვაპატიოთ, – ამის შესახებ სამართლიანობისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა, მაიკლ მაკგრატმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვამ არ გამოიწვიოს რუსეთის დაუსჯელობა.

„არ ვფიქრობ, რომ ისტორია კეთილგანწყობილად შეაფასებს უკრაინაში რუსეთის დანაშაულების კვალის წაშლის ნებისმიერ მცდელობას. მათ პასუხი უნდა აგონ ამ დანაშაულებისთვის და ეს იქნება ევროკავშირის მიდგომა ყველა დისკუსიაში. ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობას თუ დავუშვებთ, აგრესიის შემდეგი რაუნდისა და შემდეგი შეჭრის თესლს დავთესავთ. მჯერა, რომ ეს უზარმაზარი მასშტაბის ისტორიული შეცდომა იქნება. არ შეიძლება, უარი ვთქვათ რუსული აგრესიისა და რუსული დანაშაულების მსხვერპლთა უფლებებზე. მილიონობით სიცოცხლე შეიწირეს და გაანადგურეს, ადამიანები იძულებით გადაასახლეს და ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები“, – განაცხადა მაკგრატმა.

მსგავსი