ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ წლის ბოლოს იქნება მზად
ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ წლის ბოლოს იქნება მზად

ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს იქნება მზად.

„მიუხედვად იმისა, რომ პროგნოზების გაკეთება სარისკოა, არსებობს წინაპირობები იმის სათქმელად, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა მზად წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება“, – განაცხადა ევროკომისარმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს.

ანალოგიური პროგნოზი გააკეთა გასულ კვირას იტალიის ჯანდაცვის მინისტრმაც.