ევროკომისარი ილვა იოჰანსონი – უკრაინას სჭირდება იარაღი საკუთარი თავის დასაცავად, ევროკავშირი მატერიალურად მხარს უჭერს უკრაინულ არმიას სრული ნდობით
epa08419073 European Commissioner for Home Affairs, Ylva Johansson attends a press conference on the strategic orientations of the European Tourism and Transport Package at European Commission in Brussels, Belgium, 13 May 2020. EPA-EFE/OLIVIER HOSLET / POOL
უკრაინას სჭირდება იარაღი საკუთარი თავის დასაცავად. ევროკავშირი მატერიალურად მხარს უჭერს უკრაინულ არმიას სრული ნდობით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა დაწერა.
„უკრაინა იბრძვის რუსეთის უკანონო ინტერვენციის წინააღმდეგ და იარაღი საკუთარი თავის დასაცავად სჭირდება. ევროკავშირი მატერიალურად მხარს უჭერს უკრაინულ არმიას სრული ნდობით და სრული რწმენით“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი ილვა იოჰანსონი.
იოჰანსონმა ასევე გააზიარა უკრიანაში ევროკავშირის დელეგაციის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ევროკავშირს არ აქვს მიზეზი, არ ენდოს უკრაინის მთავრობას, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული შეიარაღება უკრიანაში გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებით: სასტიკი რუსი აგრესორისგან მისი ხალხის დასაცავად. განცხადებები კონტრაბანდაზე ხშირად უბრალოდ ტყუილია“.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში „ფაინენშელ თაიმსი“ წერდა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის უკეთესად მონიტორინგს ითხოვენ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ კრიმინალურ ჯგუფებს ქვეყნიდან კონტრაბანდის სახით გააქვთ და ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან.
Ukraine is fighting an illegal invasion by Russia and needs arms to defend itself. The EU is materially supporting the Ukrainian army in full trust and with full confidence.#StandWithUkraine 🇺🇦 🇪🇺 https://t.co/LVqsOoUgeF
— Ylva Johansson (@YlvaJohansson) July 14, 2022