ევროკომისარი დიდიე რეინდერსი ბრიუსელში შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ეხმაურება
ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, სადაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმის მიმართ საქართველოს ვალდებულებების შესახებ ვისაუბრეთ, – ამის შესახებ მართლმსაჯულების სფეროში ევროკომისარი დიდიე რეინდერსი „ტვიტერზე“ წერს.
ევროკომისარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ეხმაურება, რომელიც შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ამასთან, განვიხილეთ რუსული ომის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს სუვერენიტეტისა და მდგრადობის მხარდაჭერა“, – წერს დიდიე რეინდერსი.
Fruitfull meeting with @shpapuashvili, Chairman of the Parliament of #Georgia, on Georgia’s commitments on democracy, rule of law and Justice reform. We also discussed support for Georgia’s sovereignty and resilience in the difficult geopolitical context of the Russian war. pic.twitter.com/vZ3cuKayHW
— Didier Reynders (@dreynders) March 30, 2022