ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი - ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადი დარეგისტრირებულია, პროცესი დაიწყო
განაცხადი დარეგისტრირებულია, პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი ვსევოლოდ ჩენცოვი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადი გადავეცი ევროკავშირში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს, ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელ პრეზიდენტს“, – წერს ჩენცოვი „ტვიტერში“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი გუშინ მოაწერა.