ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი – ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადი დარეგისტრირებულია, პროცესი დაიწყო

06:26, 01.03.2022

განაცხადი დარეგისტრირებულია, პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი ვსევოლოდ ჩენცოვი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადი გადავეცი ევროკავშირში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს, ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელ პრეზიდენტს“, – წერს ჩენცოვი „ტვიტერში“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი გუშინ მოაწერა.

მსგავსი