საქართველოს გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს გადასცა
საქართველოს გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს გადასცა

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გადასცა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში, ფილიპ ლეგლიზ კოსტას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით ოფიციალური განაცხადის გადაცემით ევროკავშირის საბჭოს ეთხოვა, დაიწყოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს 3 მარტს მოაწერა ხელი.