ევროკავშირში რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-19 პაკეტი ითვალისწინებს
ევროკავშირში რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-19 პაკეტი ითვალისწინებს

ევროკავშირში რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-19 პაკეტი ითვალისწინებს.

ჯაშუშობისა და დეზინფორმაციისგან თავდაცვის მიზნით, ევროკავშირი რუს დიპლომატებს ავალდებულებს, აკრედიტირებული ქვეყნიდან შენგენის ზონის ფარგლებში გადაადგილების შემთხვევაში, წინასწარ, 24 საათით ადრე აცნობონ ამ მგზავრობის შესახებ ხელისუფლებას. ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლebშიც აღნიშნული დიპლომატები საქმიანობენ, უფლება აქვთ, მოითხოვონ დამატებითი ნებართვები.

ევროკავშირის ცნობით, მანამდე შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა რუს დიპლომატებს შესაძლებლობას აძლევდა, „მონაწილეობა მიეღოთ ფარულ საქმიანობებში, როგორebიცაა ჯაშუშობა და დეზინფორმაციის გავრცელება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის თაობაზე, რათა არასწორი წარმოდგენა შეექმნათ საზოგადოებისთვის“.