ევროკავშირში ნიდერლანდების მუდმივი წარმომადგენლობა – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დეკემბერში უნდა ჰქონდეს მკაფიო გზავნილი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობაზე

19:21, 18.10.2021

ბელარუსში სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია და ადეკვატურ სასანქციო რეაგირებას მოითხოვს, – ამის შესახებ ევროკავშირში ნიდერლანდების მუდმივი წარმომადგენლობის „ტვიტერის“ გვერდზეა ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამიტმა დეკემბერში მკაფიო გზავნილები უნდა გამოავლინოს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დეკემბერში უნდა ჰქონდეს მკაფიო გზავნილი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობაზე. ბელარუსში სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია და ადეკვატურ სასანქციო რეაგირებას მოითხოვს“, – წერია ევროკავშირში ნიდერლანდების მუდმივი წარმომადგენლობის „ტვიტერის“ გვერდზე.

მსგავსი